ჩვენს შესახებ
ინოვაცია
აღიარება
საპარტნიორო პროგრამა
ჩვენს შესახებ

კომპანია დაარსდა 2001 წელს. დაარსების დღიდან ჩვენ კონცენტრირებული ვართ მაღალი ხარისხის ადვილად გამოყენებად, საიმედო და ხელმისაწვდომი VoIP პროდუქტების შექმნაზე. ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ და ხშირ შემთხვევაში აჭარბებენ კიდეც მომხმარებელთა მოთხოვნებს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ტექნოლოგიის მუდმივი დახვეწით, ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და მაღალი სტანდარტების განუხრელი დაცვით.

2002 წლიდან ჩვენ დავიწყეთ პროდუქტების მიწოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. აქედან მოყოლებული, Yealink -ის მომხმარებელთა გეოგრაფიული არეალი მუდმივად ფართოვდება და დღეისათვის ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს წარმომადგენელი ხუთივე კონტინენტზე, ხოლო მომხმარებელი მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში.

უმსხვილესი საკომუნიკაციო ოპერატორებისათვის როგორიცაა China Mobile, Telefonica, T-mobile, KPN და ა.შ., Yealink პროდუქტები იძლევა შესაძლებლობას ხარისხიანი მომსახურება მიაწოდონ მომხმარებლებს. ხოლო ისეთი საერთაშორისო ინსტიტუციები თუ ტრანსნაციონალური კომპანიები რომელთა შორისაც არიან გაერო, ყატარის ავიახაზები, HSBC, Citi Bank ფართოდ იყენებენ ჩვენს გადაწყვეტებს კორპორაციული კომუნიკაციებისათვის.

ჩვენი მუშაობა არაერთგზის იქნა აღიარებული საერთაშორისო დონეზე. სულ ბოლოს, 2012 წელს, Frost & Sullivan -ის კვლევის მიხედვით, Yealink შეყვანილ იქნა VoIP ტელეფონების მსოფლიო მწამრმოებელთა ხუთეულში.

Yealink მოხარულია ქართულ ბაზარზე მუშაობის შესაძლებლობის. ქართველ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ თავად შეაფასონ თუ რატომ გვირჩევს მსოფლიო ჩვენ.